Sunday, July 16, 2017

კურსის რეფლექსია

დამთავრდა ცხრადღიანი ტრენინგის სრული კურსი, რომელმაც ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. დროის ამ მონაკვეთში გავეცანით სასწავლო პროექტის შაბლონს  და განვიხილეთ სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის სქემა.ამის შემდეგ შევარჩიეთ   სტანდარტები და მოვარგეთ ჩვენს სასწავლო პროექტს. შევიმუშავეთ და ფორმულირება  მოვახდინეთ საკვანძო კითხვებისა , განვიხილეთ შეფასებები. ვისაუბრეთ საძიებელ სისდტემაზე, წყაროს სანდოობაზე, ვებგვერდის  ჩანიშვნაზე, სპეციალურ საძიებო  რესურსებზე , ინტერნეტკავშირზე მსოფლიოსთან , კერძოდ , ელფოსტაზე. ვისწავლეთ წერილების გაგზავნა ფაილების მიბმით.
      შევისწავლეთ დისკში ახალი დოკუმენტის შექმნა ,გაზიარება და რედაქტირება,  .ჩვენ მიერ შექმნილი პრეზენტაციის ჩაშენება ბლოგზე.  შევქმენით ელ. პორტფოლიო, ვიმუშავეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასებაზე  , თემიდან  გამომდინარე შევქმენით შეფასების ფორმები, ვისაუბრეთ სწავლების დიფერენცირებაზე ,გავაზიარეთ ბლოგზე მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომი.
        ეს ტრენინგი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თუნდაც იმით , რომ შევქმენი სასწავლო პროექტი , რომელსაც განვახორციელებ მოსწავლეებთან.   შევიძინე სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებში  მუშაობის უნარები ,რაც გამომადგება სასწავლო პროექტებ   ის დაგეგმვასა და ე ფექტური  დამხმარე ინტერაქტიური მასალის შექმნაში.
       ტრენინგი ორგანიზებული იყო მასწავლებელთა  პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ,რომელსაც უძღვებოდა ბ-ნი ავთანდილ ცნობილაძე , რომელმაც შესაშური მოთმინება და ყურადღება გამოიჩინა , რისთვისაც უღრმესი მადლობა მას.

Friday, July 14, 2017

მერვე დღის რეფლექსია

ვიმუშვეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასებაზე, ვნახეთ შეფასების რუბრიკები და ფორმები ,ჩვენი თემიდან გამომდინარე შევქმენით შეფასების ფორმები . ვისაუბრეთ სწავლების დიფერენცირებაზე ,განვიხილეთ ფასილიტაციის რესურსები ,ვნახეთ მასალები ელ. სახელმძღვანელოში.

Wednesday, July 5, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

დღევანდელ ტრენინგზე პირველად შევამოწმეთ პრეზენტაციები,დავადგინეთ წინარე ცოდნის შემოწმების ფორმები, ვისაუბრეთ ინტერნეტკავშირებისა და საავტორო უფლების დაცვაზე,შევეხეთ წყაროს ციტირებას, განვიხილეთ გამოყენებული  ლიტერატურის მარტივი შაბლონი,ვისაუბრეთ საძიებო სისტემის გამოყენებასა დაწყაროს სანდოობაზე, ვებგვერდის ჩანიშვნაზე. განვიხილეთ სპეც.საძიებო რესურსები,ვისაუბრეთ ინტერნეტკავშირზე მსოფლიოსთან, კერძოდ,ელფოსტასა და ონლაინჩატზე,ვისწავლეთ წერილის გაგზავნა და ფაილის მიბმა, სერვისებიდან განვიხილეთ  +გუგლი და რუკები.

Wednesday, June 28, 2017

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე საკმაოდ დაძაბული და მრავალმხრივი იყო.დავაკონკრეტეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, შევაჯერეთ ეროვნულ სასწავლო გეგმის პორტალთან დამოვარგეთ ჩვენს სასწავლო პროექტს.ძალიან საინტერესო იყო...

Sunday, June 25, 2017

მეორე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეორე დღესაკმაოდ საინტერესო დადატვირთული იყო.ვისაუბრეთ სილაბუსის შესახებ, ვიმუშავეთელექტრონული საქაღალდის შექმნაზე, განვიხილეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი, გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონსა და სასწავლო ღონისძიების ეფექტურად დაგეგმვის სქემას.ზოგადად ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შესახებ. მოვიფიქრეთსასწავლო პროექტის გეგმები.გავიმეორეთ სურათებისა და წერილების გადაგზავნა.

Friday, March 31, 2017

ვაჟა-ფშაველას სამყაროში


პროექტის სახელწოდება
ვაჟა-ფშაველას სამყაროში
პროექტის მთავარი იდეა
ვაჟას ცხოვრებისა და შემოქმედების აღქმა და გაცნობიერება
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები გაიაზრებენ ვაჟას პიროვნების განსაკუთრებულობას, მისი ნაწარმოებების პოპულარობას,მოიპოვებენ დამატებით ინფორმაციას ,შექმნიან ნაწარმოების პერსონაჟთა ილუსტრაციებს,მოაწყობენ გამოფენას

Saturday, March 25, 2017

ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორ'ჩევა



გაკვეთილის
თემა
ვეფხისტყაოსანი“/ტარილისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა - ეპიზოდი /
სწავლების საფეხური
საბაზო საფეხური   მე-9 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
19 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ტარიელისა და ნესტანის დამოკიდებულება ქვეყნის ბედისადმი, ხვარაზმშას შვილის მოკვლის გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/ „ქმნა მართლისა სამართლისა.................“/
გაკვეთილისმიზნები და შედეგები
მოსწავლე შეძლებს აღნიშნულ მონაკვეთში აღწერილი სიტუაციის გააზრებას , ჩაწვდება პერსონაჟთა ქცევის მიზეზსა და მიზანს ,ჩამოაყალიბებს საკუთარ მოსაზრებას