Saturday, March 25, 2017

ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორ'ჩევა



გაკვეთილის
თემა
ვეფხისტყაოსანი“/ტარილისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა - ეპიზოდი /
სწავლების საფეხური
საბაზო საფეხური   მე-9 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
19 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ტარიელისა და ნესტანის დამოკიდებულება ქვეყნის ბედისადმი, ხვარაზმშას შვილის მოკვლის გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/ „ქმნა მართლისა სამართლისა.................“/
გაკვეთილისმიზნები და შედეგები
მოსწავლე შეძლებს აღნიშნულ მონაკვეთში აღწერილი სიტუაციის გააზრებას , ჩაწვდება პერსონაჟთა ქცევის მიზეზსა და მიზანს ,ჩამოაყალიბებს საკუთარ მოსაზრებას
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან სასახლის კარზე გამართული  თათბირის, ტარიელის იქ ხმობის,თათბირის მიზეზის ახსნის,სასიძოს მოყვანის სურვილის გაცხადებისა დატარიელის თავშეკავების მიზეზი  
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის მიხედვით
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
ქართული ენა და ლიტერატურა მე-9 კლასი ავტტორი --როდონაია    ,ფურცელი,კალამი, ლეპტოპი .
გაკვეთილის მსვლელობა
საორგანიზაციო საკითხები____   2 წთ   
A  ფაზა       გონებრივი იერიში   7 წთ
მოსწავლეებს ვთხოვ, გაიხსენონ ეპიზოდი,რომელშიც გამოიკვეთა მეფის გეგმა ნესტანის მომავალი საქმროს არჩევის, ტარიელის დამოკიდებულება აღნიშნული საკითხისადმი და მისი თანხმობის მიზეზი /“ დამეშალა, ვერ დავშლიდი.............“ /


აქტივობა 2   -____კომენტირებული კითხვა /ეპიზოდის კონკრეტული მონაკვეთი /15 წთ


მოსწავლეები  ეცნობიან წიგნში მითითებულ მონაკვეთს გამოყოფენ მნიშვნელოვან საკითხებს /სტიკერი /, მასწავლებლის დახმარებით აზუსტებენ საინტერესო ლექსიკურ ერთეულებსა და ფრაზებს,გაიაზრებენ ტექსტის შინაარსსა და საკვანძო მონაკვეთს.
        აქტივობა  3   -  დისკუსია 15წთ
მოსწავლეები აანალიზებენ კონკრეტულ მონაკვეთს , აფასებენ პერსონაჟის გადაწყვეტილებას, მსჯელობენ და აფასებენ ამ გადაწყვეტილების სამართლიანობას,განიხილავენ სათანადო არგუმენტებს და იმოწმებენ საკუთარი აზრის დასამტკიცებლად.

Cფაზა     გამთლიანება      6წთ
მასწავლებელი სვამს შემაჯამებელ კითხვებს, აკეთებს დასკვნებს,აფასებს მოსწავლეებს ,აძლევს წერით საშინაო დავალებას მომდევნო გაკვეთილისათვის.



No comments:

Post a Comment