დამთავრდა ცხრადღიანი ტრენინგის სრული კურსი, რომელმაც ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. დროის ამ მონაკვეთში გავეცანით სასწავლო პროექტის შაბლონს და განვიხილეთ სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის სქემა.ამის შემდეგ შევარჩიეთ სტანდარტები და მოვარგეთ ჩვენს სასწავლო პროექტს. შევიმუშავეთ და ფორმულირება მოვახდინეთ საკვანძო კითხვებისა , განვიხილეთ შეფასებები. ვისაუბრეთ საძიებელ სისდტემაზე, წყაროს სანდოობაზე, ვებგვერდის ჩანიშვნაზე, სპეციალურ საძიებო რესურსებზე , ინტერნეტკავშირზე მსოფლიოსთან , კერძოდ , ელფოსტაზე. ვისწავლეთ წერილების გაგზავნა ფაილების მიბმით.
შევისწავლეთ დისკში ახალი დოკუმენტის შექმნა ,გაზიარება და რედაქტირება, .ჩვენ მიერ შექმნილი პრეზენტაციის ჩაშენება ბლოგზე. შევქმენით ელ. პორტფოლიო, ვიმუშავეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასებაზე , თემიდან გამომდინარე შევქმენით შეფასების ფორმები, ვისაუბრეთ სწავლების დიფერენცირებაზე ,გავაზიარეთ ბლოგზე მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომი.
ეს ტრენინგი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თუნდაც იმით , რომ შევქმენი სასწავლო პროექტი , რომელსაც განვახორციელებ მოსწავლეებთან. შევიძინე სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის უნარები ,რაც გამომადგება სასწავლო პროექტებ ის დაგეგმვასა და ე ფექტური დამხმარე ინტერაქტიური მასალის შექმნაში.
ტრენინგი ორგანიზებული იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ,რომელსაც უძღვებოდა ბ-ნი ავთანდილ ცნობილაძე , რომელმაც შესაშური მოთმინება და ყურადღება გამოიჩინა , რისთვისაც უღრმესი მადლობა მას.
ძლიან მომეწონა თკვენი პროექტი !გისურვებ წარმატებას!
ReplyDelete